საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის ეგზიტპოლის შედეგები აქციაზე გააპროტესტეს

საფრანგეთის დედაქალაქში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის ეგზიტპოლის შედეგების გასაპროტესტებლად ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, მომიტინგეებმა პარიზის ქუჩებში ცეცხლი დაანთეს, დაწვეს ადგილობრივი ინფრასტრუქტურა. არიან დაკავებულებიც, თუმცა მათ შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“ 34 პროცენტით ლიდერობს. 28.1 პროცენტით მეორე ადგილზეა მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი“, ხოლო პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ალიანსმა ხმების 20.3 პროცენტი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები