დღეს, დილით, ძლიერი წვიმის შედეგად ნიუ-დელის აეროპორტში სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა,- ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 05:00 საათზე მოხდა.
ნიუ დელის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, სამაშველო სამუშაოები მალე დასრულდა, რვა დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
აეროპორტიდან ხალხი ევაკუირებულია. გაუქმდა სულ მცირე ათი ფრენა და გადაიდო 40 ავიარეისი.