ზაალ მიქელაძე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ: თუ გადავხედავთ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ჩემი კოლეგების, არამედ ამერიკის პედიატრთა საზოგადოების მოსაზრებას, დავინახავთ, რომ ისინიც უკვე გამოდიან მსგავსი პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივით
„ერისთვის მნიშვნელოვან ცვლილებად” აფასებს „ხალხის ძალის” წევრი ზაალ მიქელაძე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ პარლამენტში განსახილველ საკანონმდებლო პაკეტს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეს ცვლილებები, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონსტიტუციაშიც უნდა აისახოს.