რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბოლო მოვლენების მიუხედავად, ნამდვილად მნიშვნელოვანია ევროკავშირთან კავშირის შენარჩუნება, ეს არის გზავნილი ქართველი ხალხისთვის

ბოლო მოვლენების მიუხედავად, ნამდვილად მნიშვნელოვანია ევროკავშირთან კავშირის შენარჩუნება. ეს არის გზავნილი ქართველი ხალხისთვის, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუმინიტა ოდობესკუმ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა.

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგშია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა და საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. ბოლო მოვლენების მიუხედავად, ნამდვილად მნიშვნელოვანია ევროკავშირთან კავშირის შენარჩუნება. ეს არის გზავნილი ქართველი ხალხისთვის“, – განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები