ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება. საბჭოს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.

როგორც ევროკავშირის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

გარდა ამისა, მსჯელობის საკითხები იქნება უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებული საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები