დიმიტრი ხუნდაძე: თუ რომელიმე სექტორული დახმარებით გარკვეული გრანტები შემოდის და მართლაც კარგ საქმეს ხმარდება, უფრო მეტი თანხა ხმარდება ქვეყნის რყევას, რევოლუციების მოწყობას

თუ რომელიმე სექტორული დახმარებით გარკვეული გრანტები შემოდის და მართლაც კარგ საქმეს ხმარდება, უფრო მეტი თანხა ხმარდება ქვეყნის რყევას, რევოლუციების მოწყობას, – ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ საუბრისას  „ხალხის ძალის“  წევრმა,  დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა.

დეპუტატმა შეაფასა ამერიკის ელჩის მინიშნება, თუ რამდენი გააკეთა 32 წლის განმავლობაში აშშ-მა საქართველოსთვის.

„ჯერ ერთი ის, რომ ეს 6 მილიარდი არ არის 6 მილიარდი და სარგებელში წასული ფული პრაქტიკულად, არის მასკირება უფრო დიდი უსარგებლობის გადასაფარად. ანუ, თუ რომელიმე სექტორული დახმარებით გარკვეული გრანტები შემოდის და მართლაც კარგ საქმეს ხმარდება, უფრო მეტი თანხა ხმარდება ქვეყნის რყევას, რევოლუციების მოწყობას. არაერთი პირდაპირი გაკვეთილები ვნახეთ ახალგაზრდების იარაღის მოხმარების შესწავლის. როდესაც ამ გაურკვეველი ექვსი მილიარდიდან, ჩვენი დათვლებით, 4 მილიარდიც არ არის დახარჯული და აქედან, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ 700 მილიონი არის სწორედ იმ არასამთავრობო სექტორზე წასული და მიწოდებული, მათ ჯიბეებში გატარებული, რომელიც არის ძირითადი, ასე ვთქვათ, დესტრუქციული ძალა”, – განაცხადა ხუნდაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები