ნინო წილოსანი – მედიის განვითარების ფონდზე: ფაქტობრივად, ამ ორგანიზაციის საქმიანობა და ყველა ღონისძიება, რომელსაც აწყობენ, მიმართულია იმისკენ, რომ ტყუილი შეასაღონ ადამიანებს სიმართლედ

ფაქტობრივად, ამ ორგანიზაციის საქმიანობა და ყველა ღონისძიება, რომელსაც აწყობენ, მიმართულია იმისკენ, რომ ტყუილი შეასაღონ ადამიანებს სიმართლედ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „იმედის კვირას“ მედიის განვითარების ფონდზე საუბრისას განუცხადა.

„[მედიის განვითარების] ფონდი, მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი [თამარ კინწურაშვილი], ვინც კურირებს საქმიანობას, რა თქმა უნდა, ეჭვმიტანილია პოლიტიკურ მიკერძოებულობაში. პრინციპში, მისი ბიოგრაფია ამას ადასტურებს. ფაქტობრივად, ამ ორგანიზაციის საქმიანობა და ყველა ღონისძიება, რომელსაც აწყობენ, ყველა პროცესი, რომელშიც ერთვებიან, არის მიმართული იმისკენ, რომ ფაქტობრივად გადაფარონ სიმართლე და ტყუილი შეასაღონ ადამიანებს სიმართლედ.

სამწუხაროდ, ეს საინფორმაციო სააგენტოები იქნება, თუ ორგანიზაციები, გადაქცეულია ტყუილების პოპულარიზაციის ინსტრუმენტებად. ასევე სერგი კაპანაძე და ორგანიზაცია GRASS თორმეტი რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში ძალიან ცუდ ანგარიშებს წერდა და აქვეყნებდა იმისთვის, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. სახეზეა ყველა სიმპტომი, რომელიც ოპოზიციას და ამ მავნებლურ დაჯგუფებას აქვს და ეს დაჯგუფება არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიები. ეს არის მათი დამხმარე არასამთავრობო ორგანიზაციები, საინფორმაციო ორგანიზაციები და მთლიანად, სინქრონიზებულად არიან პოლიტიკური იარაღი ქვეყნის წინააღმდეგ. მე ვერ ვიტყოდი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, რადგან ესენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მომუშავე მექანიზმები არიან“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები