დავით მათიკაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ვეტოს ვეტოზე ადებს, სხვა საქმე არ აქვს

პრეზიდენტმა მოტივირებულ შენიშვნებს ცოტა არგუმენტიც რომ დააყოლოს, მისივე მდგომარეობას გააუმჯობესებს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „სალომე ზურაბიშვილი ვეტოს ვეტოზე ადებს, სხვა საქმე არ აქვს, ძალიან მიეჩვია ამის კეთებას”.

„სალომე ზურაბიშვილი ვეტოს ვეტოზე ადებს, სხვა საქმე არ აქვს, ძალიან მიეჩვია ამის კეთებას. უბრალოდ ყველაფერი არ არის არგუმენტირებული. ცოტა არგუმენტიც რომ დააყოლოს მისივე მდგომარეობას გააუმჯობესებს, საზოგადოების თვალში მაინც, ცოტა კი გაუჭირდება. ამ ყველაფრის ფონზე, ნათელია, ვის ეშინია, როგორ ეშინია და რა კანკალი აქვთ ატეხილი რადიკალურ ოპოზიციაში. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ეს შიშები დარჩება შიშებად. ეს საბოლოო ჯამში, აუცილებლად გამართლდება და მათი ფიასკო და საზოგადოების კიდევ ერთი განაჩენი არის გარანტირებული“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები