საქართველოში ჩინეთის საელჩო – ანაკლიის პორტთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის განცხადება აბსურდულია და ეწინააღმდეგება სი ძინპინისა და ჯო ბაიდენის მიერ დადგენილ „სან-ფრანცისკოს ხედვას“

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო ანაკლიის პორტთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის მიერ ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა.

დიპლომატიური მისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რობინ დანიგანის განცხადება პრეზიდენტ სი ძინპინისა და ჯო ბაიდენის მიერ სან-ფრანცისკოში დადგენილ ხედვას ეწინააღმდეგება.

„გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელის განცხადებები, როგორიცაა: „China Communications Construction Company-ის უმეტესობას „ჩინეთის კომუნისტური პარტია“ ფლობს და China Communications Construction Company და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის რუსეთის არმიის ნომერ პირველი დამფინანსებელი“ – აბსურდულია და ფაქტებთან სერიოზულად შეუსაბამო. ჩინური მხარე მკაცრად გმობს მსგავს განცხადებას. ჩინურმა მხარე ხაზს უსვამს, რომ განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დადგენილ სან-ფრანცისკოს ხედვას. ჩინური მხარე, ასევე წუხს იმ ფაქტის გამო, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას პროფესიონალიზმი არ გამოიჩინა“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები