ალუდა ღუდუშაური: ვიღაცისთვის დასაშვები ყოფილა და საქართველოსთვის არის მიუღებელი, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი რამდენს იღებს უცხოურ დაფინანსებას და რისთვის ხარჯავს

ვიღაცისთვის დასაშვები ყოფილა და საქართველოსთვის არის მიუღებელი, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი რამდენს იღებს უცხოურ დაფინანსებას და რისთვის ხარჯავს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

აღნიშნული შეფასებით ღუდუშაური კანადაში მიღებულ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონს გამოეხმაურა.

„ჩვენ არ გვინდა ის მიდგომა, რომ ვიღაცისთვის ეს დასაშვები ყოფილა და საქართველოსთვის არის მიუღებელი ის, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი რამდენს იღებს უცხოურ დაფინანსებას და რისთვის ხარჯავს. ქვეყნებს, მათ შორის, ვინც გვაკრიტიკებენ და მოგვიწოდებენ, რომ აღნიშნული კანონი თურმე არის მიუღებელი, საკუთარ ქვეყნებში ან უკვე მიღებული აქვთ, ან ახლა იღებენ ამ კანონს”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, კანადის სენატმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონი დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები