გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ხელის გადაგრეხის პრინციპი იწყება პარტნიორის მხრიდან, რა თქმა უნდა, შენ უნდა შეეწინააღმდეგო, რათა ეს ურთიერთობები გადაარჩინო

ჩვენი მხრიდან აშშ-სთან და ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობები ისევ არის ძალაში, მაგრამ მხოლოდ პარტნიორულ ფორმატში – როდესაც ხელის გადაგრეხის პრინციპი იწყება პარტნიორის მხრიდან, რა თქმა უნდა, შენ უნდა შეეწინააღმდეგო, რათა ეს ურთიერთობები გადაარჩინო, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ პირველად არასდროს არავისთვის გვითქვამს უარი პარტნიორობაზე და არც ერთ პროექტზე საერთოდ. როდესაც ხელის გადაგრეხის პრინციპი იწყება პარტნიორის მხრიდან, რა თქმა უნდა, შენ უნდა შეეწინააღმდეგო, რათა ეს ურთიერთობები გადაარჩინო. როგორ გგონიათ, ამ ბოლო ერთი-ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით, ჩვენ არ შეგვეძლო პირდაპირ გვეთქვა, რომ ასეთი ვასალური დამოკიდებულებები არსებობს და ამიტომ ჩვენ ვწყვეტთ ურთიერთობებს? რა თქმა უნდა, არა. ჩვენი მხრიდან პარტნიორული ურთიერთობები ისევ არის, რა თქმა უნდა, ძალაში, მაგრამ მხოლოდ პარტნიორულ ფორმატში. გადატვირთვა ნიშნავს იმას, როდესაც შენ შეგიძლია უკვე პარტნიორთან დაიწყო თავიდან ურთიერთობები. თავიდან ურთიერთობები ნიშნავს იმას, რომ არა როგორც ვასალს ისე ესაუბრო, არამედ როგორც პარტნიორს. დღეს ჩვენი ეს განცხადებები, ჩვენი ეს დამოკიდებულება ამერიკის შეერთებულ შტაბებთან, ევროკავშირის გარკვეული თანამდებობის პირებთან ემსახურება ზუსტად იმას, რომ ჩვენ გვინდა ამ პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება. თუ მათაც ეს სურვილი გააჩნიათ, ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ვიყოთ პარტნიორობაში შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან და არა როგორც ვასალი,” – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები