“ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია” – თბილისის მეტროში მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა

თბილისის მეტროში, საბურთალოს ხაზზე მეტროსადგურ ვაჟაზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა.
ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს. და სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

„ჯერჯერობით, უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“ – აცხადებენ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“.

საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერებული იყო. ამ დროისათვის, მატარებლები მეტრო დელისამდე მოძრაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები