ქუთაისის IV საერთაშორისო ფორუმის პირველ დღეს ქალაქების გაძლირებასა და მომავლისთვის მზადმყოფი ქალაქების მუნიციპალური სერვისების შესახებ იმსჯელეს

ქუთაისში IV საერთაშორისო ფორუმის პირველი დღე დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღის განმავლობაში რამდენიმე თემატური სესია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ მაღალი რანგის ადგილობრივი და უცხოელი მომხსენებლები.

„თემაზე „ქალაქების გაძლიერება – სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა“ ისაუბრეს: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, ჩეხეთის რესპუბლიკის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ რადიმ სრშენმა, პოლონეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კონრად ვოინაროვსკიმ, რუმინეთის სახელმწიფო მდივანმა ოვიდიუ-ვასილე ჩიმპენმა.

„მომავლისთვის მზადმყოფი  ქალაქები“, „მუნიციპალური სერვისები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“, „ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების როლი ქალაქების ტრანსფორმაციისას“ – ამ თემების შესახებ  კონფერენციის მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარეს საქართველოს, გერმანიის, პოლონეთის, ნიდერლანდების, ბალტიისპირეთის ქვეყნების, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

სესიებს მოდერატორობა გაუწიეს: ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მერის მოადგილემ თამარ დახუნდარიძემ, AI ტრანსფორმაციის კონსულტანტმა ლელა მაჩაიძემ, ევროპის ურბანული ცოდნის ქსელის დირექტორმა მარტინ გრიზელიმ.

ქუთაისის მე-4 საერთაშორისო ფორუმი მუშაობას 21 ივნისს დაასრულებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები