„კობახიძეს რომ შეურაცხყოფას ვერ მიაყენებს ვერანაირად ვაშაძე, ყველამ კარგად იცის” – გურამ მაჭარაშვილი
„ის, რომ დღეს ოპოზიციის მთავარი სახე არის ვაშაძე, ეს არის კარგი, ბრჭყალებში”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.
„ის საუბრობს ოპოზიციის სახელით, რაც ნიშნავს იმას, რომ შეურაცხყოფას აყენებს ონკოპაციენტებს, აუტისტურ სპექტრს, მილიონობით ამომრჩეველს.
ის, რომ კობახიძეს შეურაცხყოფას ვერ მიაყენებს ვერანაირად ვაშაძე, ყველამ კარგად იცის. ცდილობს იმას, რომ თავისი განულებული პოლიტიკური რეიტინგი როგორმე ატივტივოს პოლიტიკურ ზედაპირზე, რაც, რა თქმა უნდა, არ გამოუვა”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.