გივი მიქანაძე: სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტმა უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ გასული წლების სტატისტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებზე აშშ-ის მხრიდან გარკვეული სავიზო შეზღუდვები წესდებოდა, რაც მისი შეფასებით, სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში არ ჯდება.
„უსამართლო გადაწყვეტილებაა, რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით მიიღო. დღემდე ცნობილი არ არის, ვის შეეზღუდა ამერიკაში მიმოსვლა. მეგობრები, მით უმეტეს, სტრატეგიული პარტნიორები ასე არ ურთიერთობენ და ეს სამწუხარო ფაქტია. რაც შეეხება ვიზების საკითხს, გასული წლების სტატისტიკას თუ ნახავთ, საქართველოს მოქალაქეებზე ყველაზე ნაკლებად გაიცემა ვიზები, თუ სომხეთს და აზერბაიჯანს შევადარებთ. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქეებზე გარკვეული სავიზო შეზღუდვები წესდებოდა, რაც სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში არ ჯდება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზაზე უარის მაჩვენებელი 49.23 პროცენტს შეადგენს.