“არავისზე ნაკლები კონტრიბუცია არ გვაქვს გაკეთებული მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებში” – მაჭარაშვილი

“ფულით ვაჭრობას რაც შეეხება, ავუხსნათ ქართველ საზოგადოებას, რომ არავისზე ნაკლები კონტრიბუცია არ გვაქვს გაკეთებული მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებში”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.

“ეს კი ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად. ეს რომ დავითვალეთ, ორ მილიარდზე მეტი შეღავათი გამოუვიდა აშშ-ს, მათ შორის, ერაყისა და ავღანეთის მისიებში, ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობით.

ნუ გვესაუბრებიან ამ ტონით, რასაც ჰქვია ვასალური დამოკიდებულება – რომ რაღაცას არ გადაგიხდი, თუ არ იქნები ჩემი ვასალი. ეს არ არის პარტნიორული დამოკიდებულება და ჩვენ ველოდებით, რომ გააგრძელებენ პარტნიორულ დამოკიდებულებას, ალბათ, არჩევნების შემდეგ მაინც”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები