ჩაკვეტაძე – თამთა მიქელაძეს: არ მომისმენია თქვენი განცხადებები იმ ნეოფაშისტურ ქმედებებზე, რომლებიც ჩემს კოლეგებთან დაკავშირებით პარლამენტარების კანონის მიღების გამო ბულინგს გულისხმობდა
“მე არ მომისმენია არანაირი განცხადება, რომელიც შეეხებოდა, მაგალითად, ჩემი, ჩემი კოლეგების, მათი შვილების, ახლობლების ბულინგს, პირდაპირ მუქარას. ჩემს კოლეგას, დიტო სამხარაძეს მისწერეს შვილის მუქარასთან დაკავშირებით”, – ასე მიმართა განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორს, თამთა მიქელაძეს.
“მე არ მომისმენია თქვენი განცხადებები იმ ნეოფაშისტურ ქმედებებზე, რომლებიც პარკებში, სკვერებში ჩემს კოლეგებთან დაკავშირებით პარლამენტარების კანონის მიღების გამო ბულინგს გულისხმობდა”, – აღნიშნა ჩაკვეტაძემ.