იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: გაექცა პასუხისმგებლობას და ვერ გაბედა ამ საკითხებზე საუბარი, მათ შორის, ვერ გაბედა პრინციპების დონეზეც კი

“ფაქტი არის ის, რომ რადიკალური ოპოზიცია საერთოდ გაემიჯნა ამ საკითხებს, ის გაექცა პასუხისმგებლობას და ვერ გაბედა ამ საკითხებზე საუბარი, მათ შორის, ვერ გაბედა პრინციპების დონეზეც კი”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ისაუბრა.

“მაგრამ რასაც ვერ გაბედავს ასეთი ოპოზიცია, გაბედავს ამომრჩეველი”, – აღნიშნა დეპუტატმა.

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტს დეპუტატებმა მხარი ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

იურიდიული კომიტეტი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის” კანონპროექტის საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისთვის ემზადება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები