„ამ ცვლილების მიღება არანაირად არ შეეხება პირადი ცხოვრების დაცვას” – მერაბ ქვარაია
„ამ ცვლილების მიღება არანაირად არ ეხება და არ შეეხება პირადი ცხოვრების დაცვას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მერაბ ქვარაიამ ისაუბრა.
“სპეკულაციები, რომლებიც არის მოსალოდნელი ამ კანონპროექტთან მიმართებით, აბსოლუტურად არ მიიღება და გამოირიცხება”, – აღნიშნა ქვარაიამ.
ცნობისთვის, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტს დეპუტატებმა მხარი ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.
იურიდიული კომიტეტი “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის” კანონპროექტის საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისთვის ემზადება.