დავით მათიკაშვილი – ოპოზიციაზე: კიდევ ერთხელ აჩვენეს მათი დამოკიდებულება როგორც ნიჰილისტური, ასევე, ზოგადად, დამოკიდებულება სასამართლოსადმი
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა ოპოზიციის დამოკიდებულება, ზოგადად, სასამართლოსადმი, უზენაესი სასამართლოსა და სასამართლო სისტემისადმი,
მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების შესაძლებლობა, ოპოზიციამ არ გამოიყენა.
„ეს წესი დავნერგეთ ჩვენ წლებია და საშუალებას აძლევს ყველა მხარეს მთელი საზოგადოების, ასე ვთქვათ, თვალწინ დასანახად კითხვები დაუსვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს. ამით, კიდევ ერთხელ არის მათი დამოკიდებულება როგორც ნიჰილისტური, ასევე, ზოგადად, დამოკიდებულება ნაჩვენები სასამართლოსადმი და იმ კანდიდატებისადმი, რომელთა შესახებ მსჯელობას როგორც კომიტეტი, ასევე სესია აწარმოებს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატის მოსმენა დაასრულა. განხილვაში საპარლამენტო ოპოზიცია არ მონაწილეობდა.