“ამ საკითხებზე აქცენტების გადატანა აბსურდი მგონია” – მეგრელიშვილი ვაშაძის მიერ კობახიძის “აუტისტად” მოხსენებაზე
“იმ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ამ საკითხებზე აქცენტების გადატანა აბსურდი მგონია”, – ასე შეაფასა “გირჩის” წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა გიორგი ვაშაძის მიერ ირაკლი კობახიძის “აუტისტად” მოხსენიება.
“ეს არის, ჩვეულებრივად, ეთიკის საკითხი. განსაკუთრებით, პოლიტიკოსებს, ჩემი აზრით, არანაირი უფლება არ აქვთ, რომ ეთიკაზე ისაუბრონ.
ვაშაძე აგებს პასუხს იმით, რომ, სავარაუდოდ, ადამიანებს არ მოეწონებათ და, როგორც პოლიტიკოსი, რეიტინგს დაიქვეითებს. მეტი რა უნდა მოხდეს, მე არ მესმის”, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.