გიორგი ქოჩორაშვილი: სასიხარულოა ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაშის ჩატარება – გავაგრძელებთ შრომას, შევეცდებით ჩეხეთთან თამაში უკეთესი და უფრო მაგარი იყოს

სასიხარულოა ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაშის ჩატარება, მაგრამ იმ შედეგს ვერ მივაღწიეთ, რისი მიღწევაც გვინდოდა თამაშიდან გამომდინარე, მაგრამ არაფერი, გავაგრძელებთ შრომას – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ნაკრების შეეცდება, რომ მომდევნო მატჩი უფრო უკეთესი იყოს.

„შევეცდებით, რომ აღვიდგინოთ ეს ძალები და მეორე თამაში უკეთესად და უფრო ძლიერად ვითამაშოთ, იმიტომ, რომ იყო პირველი 20 წუთი რომელიც შეგვეძლო რომ უკეთესად გვეთამაშა, მაგრამ ამ ყველაფერზე ვიმუშავეთ და იმედი მაქვს, რომ მეორე თამაშს ის შედეგი მოჰყვება, რასაც ვიმსახურებთ…

ვიდეოს ვნახავთ, განხილვა გვექნება ამ თამაშის და შევეცდებით, შეცდომები რაც იყო და ის კარგი თამაში ჩეხეთთან უკეთესი და უფრო მაგარი იყოს“, – განაცხადა ქოჩორაშვილმა.

ამასთან, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა.

„სასიხარულოა ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაშის ჩატარება, მაგრამ იმ შედეგს ვერ მივაღწიეთ, რისი მიღწევაც გვინდოდა თამაშიდან გამომდინარე. გვქონდა ბევრი მომენტი, რომელიც შეგვეძლო, რომ გამოგვეყენებინა. მაგრამ არაფერი, გავაგრძელებთ შრომას. მადლობა ყველა ქართველს, რომელიც ჩამოვიდა, დაგვაფასა, ასევე იმ ხალხს, რომელიც ტელევიზორიდან გვიყურებდა და გვიგულშემატკივრა,“ – აღნიშნა ქოჩორაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები