დორტმუნდში პოლიციამ საქართველოს ნაკრების ქომაგი დააკავა

გერმანიის ქალაქ დორტმუნდში საქართველოს ეროვნული ნაკრების ქართველი გულშემატკივარი დააკავეს.

ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ქართველი ქომაგი, სავარაუდოდ, პედარდის ანთების გამო დააკავეს.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

“სამწუხაროდ დორტმუნდის პოლიციამ ჩვენი ერთი ქომაგი დააკავა, მიზეზი – პეტარდის ანთება”, – წერს მომხმარებელი.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს ატარებს. საქართველო – თურქეთის მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები