“დარწმუნებული ვარ, დღეს თითოეული ქართველი იზეიმებს იმ გამარჯვებას, რომელსაც ეროვნული ნაკრები სადებიუტო მატჩში დამსახურებულად მოიპოვებს” – იონათამიშვილი
“ჩვენ გვჯერა ჩვენი ბიჭების და ეროვნული ნაკრების. დარწმუნებული ვარ, დღეს თითოეული ქართველი იზეიმებს იმ გამარჯვებას, რომელსაც ეროვნული ნაკრები სადებიუტო მატჩში დამსახურებულად მოიპოვებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ისაუბრა.
“დარწმუნებული ვარ, ეს ისტორიული ევროპის ჩემპიონატი, როგორც წარმატებული, ისე შევა ქართული ფეხბურთის და საქართველოს ისტორიაში”, – აღნიშნა იონათამიშვილმა.