“ოპოზიციისთვის ძალიან მძიმეა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის განხილვაში შემოსვლა” – გივი მიქანაძე

“ოპოზიციისთვის ძალიან მძიმე არის ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტი და ამ კანონპროექტის განხილვაში შემოსვლა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გივი მიქანაძემ ისაუბრა.

“მათი დამფინანსებლები მათგან ითხოვენ, რომ შეეწინააღმდეგონ ამ კანონის მიღებას, მაგრამ ამავდროულად იციან, რომ წინასაარჩევნოდ ამის გაკეთება ძალიან სერიოზულად დააზიანებს მათ. ამიტომ, მოიფიქრეს თავისი ხედვით რაღაც გამოსავალი, რომ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდნენ და ამაში მონაწილეობა არ მიიღონ, მაგრამ მონაწილეობის არმიღება ნიშნავს, რომ ისინი მხარს არ უჭერენ ამ კანონის მიღებას”, – აღნიშნა მიქანაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის ირგვლივ საკომიტეტო განხილვები მიმდინარე კვირაში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები