“არსებობენ ამ ქვეყანაში მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ კრიტიკული შეკითხვები, მათ შორის, “ნაცმოძრაობასთან” დაკავშირებით” – კუპრაძე

“არსებობენ ამ ქვეყანაში მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ კრიტიკული შეკითხვები რიგ პარტიებთან, მათ შორის, “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით”, – ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ისაუბრა.

“ლელოსთვის” მნიშვნელოვანია, პარტია წარმოადგენდეს ალტერნატიულ ფლანგს, ალტერნატიულ შინაარსს და იყოს დამზღვევი იმისა, რომ არ მოხდეს გადაბარება იმ სისტემური დანაშაულებრივი ხარვეზების, რომლებიც არსებობდა წინა ხელისუფლების პირობებში  და აღარ უნდა გადაბარდეს მომდევნო ხელისუფლებას.

არჩევნების შემდგომ კოალიციის ბედს გადაწყვეტს არჩევნების შედეგები, რომლის წინასწარ პროგნოზირებაც არის რთული და შეუძლებელი”, – აღნიშნა კუპრაძემ.

ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ არ ემხრობა არჩევნებამდე ოპოზიციის ისეთ გაერთიანებას, რომელიც ელექტორატს დააშინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები