“გადაჭარბებული ყურადღებაა ორდენებისა და მედლების მიმართ” – რაქვიაშვილი ეროვნული ნაკრების დაჯილდოებაზე

“ზოგადად, გადაჭარბებული ყურადღებაა ორდენებისა და მედლების მიმართ”, – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ისაუბრა.

დეპუტატი ეროვნული ნაკრებისა და სამწვრთნელო შტაბის დაჯილდოების საკითხს გამოეხმაურა.

“არასდროს არის ორდენი მართლა რაღაცის ამსახველი. დაახლოებით, იმავე ხარისხის კინკლაობაა პრეზიდენტსა და “ქართულ ოცნებას” შორის, სკამზე რომ იყო – პრეზიდენტს რომ სკამი არ დაუდგეს. მე მგონი, სამყაროში ეს არავის ადარდებს, გარდა პრეზიდენტისა და “ქართული ოცნების” ლიდერებისა”, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები