ბექა ოდიშარია: ოჯახურ ღირებულებათა დაცვის კანონპროექტი ძალიან მძიმე დარტყმაა იმ ადამიანებისთვის, რომელიც იღებენ ფულს ამ პროპაგანდის პედალირებაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია
აცხადებს, რომ “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი ძალიან მძიმე დარტყმაა იმ ადამიანებისთვის, რომელიც იღებენ ფულს ამ პროპაგანდის პედალირებაში.

“მთავარ პრობლემას მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციაც, მათთან აფილირებული “ენჯეოებიც“ და მათი დამფინანსებლებიც ხედავენ სწორედ ამ კანონპროექტში. ეს არის თავიდათავი იმ ატეხილი ხელოვნური აჟიოტაჟის, რომელიც ატყდა ე.წ. “გამჭვირვალობის კანონის“ მიღებასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მძიმე დარტყმა იმ ადამიანებისთვის, რომელიც იღებენ ფულს ამ პროპაგანდის პედალირებაში, თუმცა ფარულად და სულ სხვა სათაურებით,“ – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები