“ოპოზიციამ ქარტიაზე ხელის მოწერით ოფიციალურად დაადასტურა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“ – კირცხალია

“ოპოზიციამ ქარტიაზე ხელის მოწერით ოფიციალურად დაადასტურა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

“ამის შემდეგ საერთო სიას გააკეთებენ, ერთი ცენტრი იქნება, ორი თუ სამი, ამაზე ერთი პასუხია – შესაკრებთა განადაცვლებით ჯამი არ იცვლება, ისინი მაინც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არიან.

საზოგადოება მათ თავიანთი წარსულითა და აწმყოთი, თავიანთი განცხადებებით საბოლოო განაჩენს გამოუტანს და ბიულეტენთან გააკეთებს შეფასებას. ასე, რომ მოემზადონ 26 ოქტომბრისთვის“, – განაცხადა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები