დავით მათიკაშვილი – პრეზიდენტზე: ვეტოს დადების გარეშე ვეღარ წარმოუდგენია საკუთარი საქმიანობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა იმდენჯერ გამოიყენა საკონსტიტუციო რესურსი, რომელსაც ვეტო ჰქვია, რომ
ისე მიეჩვია ამ ნაბიჯის გადადგმას.

„სალომე ზურაბიშვილმა იმდენჯერ გამოიყენა საკონსტიტუციო რესურსი, რომელსაც ვეტო ჰქვია, ისე მიეჩვია ამ ნაბიჯის გადადგმას, ვეტოს დადების გარეშე ვეღარ წარმოუდგენია საკუთარი სტატუსი და საქმიანობის გაგრძელება. ეს ხუმრობით, მაგრამ რეალურად, გვაქვს სურათი, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან და მათ შორის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, რომელიც ამ სეგმენტის ნაწილია, არა მხოლოდ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ზოგადად საარჩევნო კანონმდებლობასთან და წინასაარჩევნო თემებთან მიმართებაში უკვე არაერთი მცდელობა იყო, მოეხდინათ პროცესების იმგვარი მართვა, რომ საარჩევნოდ რადიკალურ ოპოზიციას პრიორიტეტული მდგომარეობა ჰქონოდა.

არადა, კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, რომელიც მე წარვადგინე პარლამენტარების წინაშე, არის ცალსახად ევროპული. კანონი იმ მიზნითაა შემუშავებული, რომ პირველ რიგში არ მოხდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საკითხების გადაწყვეტის შეფერხება. როდესაც საკითხი ვერ წყდება და არის გარკვეული ხმის მიცემის პრობლემა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის ტექნიკურ თანამშრომლებს მისცემოდა რესურსი, რომ იქ აღებულ ანაზღაურებებს არ ემოქმედა სოციალურ შეღავათებზე. ეს არის მეორე საკითხი ამ ცვლილებებში და მესამე და მნიშვნელოვანი არის ის, რომ საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შეიქმნა 2020 წლის არჩევნებისთვის და იყო სრულიად უფუნქციო, კანონიდან ამის [საბჭოს] აუცილებლად შედგენის ვალდებულება იქნებოდა ამოღებული“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები