გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციის სია საერთო იქნება თუ ცალ-ცალკე, თავადვე აღიარებენ, რომ არჩევნები წაგებული აქვთ

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის სია საერთო იქნება თუ ცალ-ცალკე, თავადვე აღიარებენ, რომ არჩევნები დე ფაქტოდ წაგებული აქვთ.

„ოპოზიციის სია საერთო იქნება თუ ცალ-ცალკე, თავადვე აღიარებენ, რომ დე ფაქტოდ არჩევნები წაგებული აქვთ. ზოგიერთი კონგრესმენი კი ფერადი რევოლუციით იმუქრება. ზოგიერთი ოპოზიციონერი ამბობს, არ დაუშვებენ, რომ ხელისუფლებაში ვერ მოვიდნენ. ხალხს არ ეკითხებიან და უცხოელებს ეუბნებიან, იქნებ როგორმე ხელისუფლებაში მოხვიდეთო. არჩევნები წაგებული აქვთ და ამას თავად შეგუებული არიან. ჩვენ კი არჩევნების მაღალი სტანდარტებით ჩატარების შედეგად დე იურედ გავაფორმებთ მოგებას“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები