“როგორც ოპოზიცია არ იღებს არანაირ კენჭისყრაში მონაწილეობას, ასევე არის პრეზიდენტი, უბრალოდ მას აქვს დამატებითი ბერკეტი, რომ არ მონაწილეობა გამოხატოს ვეტოთი” – ირაკლი ქადაგიშვილი

პრეზიდენტი არის ახლა ოპოზიციის მდგომარეობაში გადასული და როგორც ოპოზიცია არ იღებს არანაირ კენჭისყრაში მონაწილეობას, ასევე არის პრეზიდენტი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.

ქადაგიშვილი აღნიშნული კომენტარით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა.

“პრეზიდენტი არის ახლა ოპოზიციის მდგომარეობაში გადასული და როგორც ოპოზიცია არ იღებს არანაირ კენჭისყრაში მონაწილეობას, ასევე არის პრეზიდენტი, უბრალოდ მას აქვს დამატებითი ბერკეტი, რომ არ მონაწილეობა გამოხატოს ვეტოთი და ამას აკეთებს.

ეს ცვლილებები გულისხმობს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს არის დაკომპლექტებული შემდეგი წესით – ყველა პარტიას, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი დეპუტატი ჰყავს, რა პროცენტული მაჩვენებლები აჩვენა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჰყავს ერთი წევრი წარდგენილი. დანარჩენი წევრები არიან პროფესიონალური ნიშნით შერჩეულები. ეს არის ზუსტად იმ რეკომენდაციის და მოთხოვნის შესრულება, რაც ათეული წლების განმავლობაში საქართველოს წინაშე იდგა,” – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს ვეტო დაადო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები