ირაკლი ქადაგიშვილი: NDI და IRI როცა პარტიულ ღონისძიებას აფინანსებენ, უნდა იყოს შიდა პარტიული ტრენინგები, ეს კი პოლიტიკური პროცესების დაფინანსება და ჩარევაა
NDI და IRI როცა პარტიულ ღონისძიებას აფინანსებენ, უნდა იყოს შიდა პარტიული ტრენინგები, ეს კი პოლიტიკური პროცესების დაფინანსება და ჩარევაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების კამპანიაზე „პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის“, რომელიც საქართველოს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრას და საკანონმდებლო გამოწვევების განხილვას გულისხმობს.
„ეს არის უხეშად შეფუთული წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება. როცა NDI და IRI რაიმე პარტიულ ღონისძიებას აფინანსებენ, ეს უნდა იყოს შიდა პარტიული ტრენინგები. ფაქტობრივად, აქ არის ამომრჩეველთან შეხვედრა. ეს არის არამართლზომიერად პოლიტიკური პროცესების დაფინანსება და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა. შემდეგ NDI არჩევნების დამკვირვებელი და შემფასებელი იქნებ. ასეთი სიმბიოზია საქართველოში. როგორ ხდება რადიკალური ოპოზიციის საარჩევნო აქტივობების დაფინანსება, დაუფარავად და როგორ უნდა შეიძლება იყოს იგივე ორგანიზაცია არჩევნების შემფასებელი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.