ბელარუსმა და სომხეთმა ერევნიდან და მინსკიდან თავიანთი ელჩები გაიწვიეს

ბელარუსმა და სომხეთმა ერევნიდან და მინსკიდან თავიანთი ელჩები გაიწვიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

დიპლომატების გაწვევის გადაწყვეტილება სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას მოჰყვა, რომლის თქმითაც, ბელარუსი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) დატოვებს.

ამასთან, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ის აღარ ეწვევა ბელარუსს იქამდე, სანამ ხელისუფლებაში ალექსანდრე ლუკაშენკოა.

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ განცხადებაზე განმარტა, რომ ეს არის ბელარუსის გარე მტრად წარმოჩენის და ამით შიდა პრობლემებისგან ყურადღების სხვა საკითხზე გადატანის მცდელობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები