გია ვოლსკი: გრძნობენ, რომ არჩევნებში პერსპექტივა არ გააჩნიათ
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ოპოზიციური ძალები აცნობიერებენ, არჩევნებში მოგების შანსი არ აქვთ, რის გამოც ქვეყნისთვის საზიანო განცხადებებით გამოდიან.
„გრძნობენ, რომ არჩევნებში პერსპექტივა არ გააჩნიათ, მით უმეტეს, თუ ასეთ განცხადებებს აკეთებენ, რაც უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესერებს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.