ბექა ოდიშარია: ნისლით ცდილობენ შებურონ ადამიანები, რომლებიც მსუყედ იკვებებიან გრანტებით, ლგბტ პროპაგანდის პედალირებით
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, რომ ოპოზიციურ ძალებს, ერთი მხრივ, წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის დაკარგვა არ სურთ, თუმცა, მეორე მხრივ, დონორების დაკარგვისაც ეშინიათ.
„ნისლით ცდილობენ შებურონ ადამიანები, რომლებიც მსუყედ იკვებებიან გრანტებით, ლგბტ პროპაგანდის პედალირებით. რა თქმა უნდა, მათ პასუხი არ აქვთ ქართველი ხალხის წინაშე, ისინი საკმაოდ მხდალები არიან ამისთვის, რომ თქვან, -დიახ, ვემხრობი. და თუ არ ემხრობიან, მაშინ ისეთ მწარე ალიყურს მიიღებენ თავიანთი დონორებისგან, რომ ცოტა არ მოეჩვენებათ“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.