გია ვოლსკი: ასეთი განცდა მაქვს, რომ პრეზიდენტი და მასთან ერთად კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ლოცულობს იმაზე, რომ იქნებ წარუმატებელი იყოს ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრები
ასეთი განცდა მაქვს, რომ პრეზიდენტი და მასთან ერთად კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ლოცულობს იმაზე, რომ იქნებ წარუმატებელი იყოს ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრები, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის „პოზიტივი არ უნდა“.
„სპორტისა და კულტურის თემებში ძალიან სერიოზული წინსვლა მოხდა, იმდენად რომ მსოფლიოში ქუხს საქართველოს სახელი – გინდა რაგბი აიღეთ, გინდ ნიჩბოსნობა. რამდენი მიმართულებით ვართ პრიზიორები და რამდენჯერ გაჟღერდა უკვე ქართლი ჰიმნი. ეს ყველაფერი ამ პერიოდში ხდება და ეს იწვევს ისტერიკას ამ გუნდში და ამის ისტერიკაში ჩართულია პრეზიდენტიც.
წარმოიდგინეთ მისი მდგომარეობა, ხელის კანკალით უნდა მოაწეროს ხელი იმ დოკუმენტს, რომელიც შეუტანა იმ მთავრობამ, რომელსაც ყველა მეთოდით ებრძვის. თუ წარმატებული არ იქნება საქართველო – გინდ სპორტში, გინდ ფეხბურთში, სადაც გინდათ, ეს გამარჯვების სერიოზული ყიჟინის წინაპირობა იქნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.