ურსულა ფონ დერ ლაიენი: G7 უკრაინას სესხის სახით 50 მილიარდ დოლარამდე ოდენობის თანხას გამოუყოფს

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ G7 წლის ბოლომდე უკრაინას სესხის სახით 50 მილიარდ დოლარამდე ოდენობის თანხას გამოუყოფს.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, G7 სესხის დასაფარად რუსეთის სუვერენული აქტივებიდან გაუთვალისწინებელ შემოსავალს გამოიყენებს.

„ეს ეფუძნება ევროკავშირის მოქმედებას, სადაც ჩვენ ამ მოულოდნელ მოგებას უკვე მივმართავთ უკრაინის თავდაცვისა და რეკონსტრუქციისკენ“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები