“პოლიტიკური პროცესები არ უნდა იყოს რაიმე კონტექსტში სასწავლო პროცესთან, ეს უნდა იყოს ერთმანეთისგან გამიჯნული” – მიქანაძე
“მთელი ჩვენი გუნდი, მათ შორის მეც ვემიჯნებით და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას. ამასთანავე, უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს ის, რომ პოლიტიკური პროცესები არ უნდა იყოს რაიმე კონტექსტში სასწავლო პროცესთან. ეს უნდა იყოს ერთმანეთისგან გამიჯნული”, – ასე უპასუხა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც პოლიტიკურ პროცესებში სტუდენტებით მანიპულირებას შეეხებოდა.
“ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც თითოეული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები დაცულია უმაღლესი სტანდარტით.
ამიტომ, ბუნებრივია, რომ კონკრეტულ საკითხებზე განსხვავებული აზრი არსებობს და ეს ნორმალურია. მაგრამ ეს არ უნდა იყოს საფუძველი იმისა, რომ მოხდეს ერთმანეთის მიმართ ბულინგი და სიძულვილის ენის გამოყენება”, – აღნიშნა მიქანაძემ “დღის ქრონიკაში” საუბრისას.
განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს პარლამენტში ამ დრომდე უსმენენ.