ერევანში, სომხეთის პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ, სამედიცინო დახმარებისთვის 101-მა სამოქალაქო პირმა და პოლიციელმა მიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 85 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებებიდან უკვე გაწერეს, 16 კი – მკურნალობას აგრძელებს.
“ბაგრამიანის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად, სამედიცინო დახმარებისთვის 101-მა სამოქალაქო პირმა და პოლიციელმა მიმართა“, – ნათქვამია სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, გუშინ ერევანში, პარლამენტის შენობის წინ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.