პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.

პარლამენტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი მსხვილი ეკონომიკური მუხლების მიხედვით ასეთია:

„შრომის ანაზღაურების მუხლი“ 43.7 მლნ. ლარით განისაზღვრა. 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით ზრდა 9.7 მლნ ლარია. მასში ასახულია პარლამენტის წევრთა გაზრდილი ხელფასები, ახალი კოეფიციენტების მიხედვით.

„საქონლისა და მომსახურების“ მუხლი 30.3 მლნ ლარს შეადგენს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 4.8 მლნ ლარით, ხოლო დაზუსტებულთან შედარებით 1.2 მლნ ლარით.

„გრანტის მუხლი“ 0.15 მლნ. ლარით არის გათვალისწინებული. იგივეა რაც 2024 წლის დაზუსტებული გეგმის მაჩვენებელი, ხოლო დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით ზრდა 0.07 მლნ ლარია.

„სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლში გათვალისწინებულია 0.9 მლნ. ლარი – დამტკიცებულ და დაზუსტებულ გეგმებთან შედარებით 0.2 მლნ ლარზე მეტი. ამ მუხლიდან ფინანსდება დეკრეტული და საავადმყოფო ფურცელი და პირდაპირ დაკავშირებულია სახელფასო ფონდის ზრდასთან.

„სხვა ხარჯების“ მუხლში თანხა 3.28 მლნ ლარს შეადგენს. 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით ზრდაა 0.7 მლნ ლარით და დაზუსტებულ გეგმასთან შედარებით 0.26 მლნ ლარით, რაც პარლამენტის აპარატის ინფორმაციით, დაკავშირებულია ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების ფასების ყოველწლიური ზრდის ტენდენციასთან.

„არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლი 2024 წლის მსგავსად დაგეგმილია 8.9 მილიონი ლარის ოდენობით. 2024 წლის დაზუსტებულ გეგმასთან შედარებით 0.86 მლნ. ლარიანი მატებაა. პარლამენტის აპარატის ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან 5.5 მლნ ლარი გათვალისწინებულია შენობის რეაბილიტაცია-გამაგრებითი სამუშაოების დასრულებისთვის, ხოლო დანარჩენი თანხები სხვადასხვა ინფრასტრუქტურის და ლიცენზიის შეძენა-მოდერნიზებას მოხმარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები