“ბიძინა ივანიშვილის შესაძლო პრეზიდენტობის თემით გარკვეული სპეკულირება ოპოზიციური ფლანგის ნარატივი იქნება და სხვა არაფერი” – ქადაგიშვილი
მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთხელ გაპრეზიდენტების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს შანსი მინიმუმს ქვემოთაა.
“რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის შესაძლო პრეზიდენტობას, ამ თემით გარკვეული სპეკულირება ოპოზიციური ფლანგის ნარატივი იქნება და სხვა არაფერი.
“ჩვენ შევხედავთ, თუ როგორი იქნება მომავალი საპარლამენტო არჩევნების განმავლობაში ძალთა თანაფარდობა. მე ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილის შანსები მინიმუმს ქვემოთ არის, მიუხედავად იმისა, რომ ლაზარე გრიგორიადისი მას მხარს უჭერს”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.