“ამ ადამიანებს საკუთარი ქვეყნის სახელითაც კი არ შეუძლიათ, გაუხარდეთ ის კარგი ფაქტები, რომლებიც ქვეყანაში ხდება” – წილოსანი
“სოციალურ ქსელებში სხვა კამპანია იყო აგორებული, მათ შორის, ჩემს შემთხვევაშიც – ისინი აკრიტიკებდნენ ამ ხელნაწერის შექმნის საუკუნეებსა და დროს იმის მიუხედავად, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით თავად აუქციონს ჰქონდა ეს ინფორმაცია გამოქვეყნებული”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ბიძინა ივანიშვილის მიერ კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნის შეძენაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.
“კიდევ ერთხელ, შეგვიძლია, ერთი დასკვნა გავაკეთოთ, რომ ამ ადამიანებს საკუთარი ქვეყნის სახელითაც კი არ შეუძლიათ, გაუხარდეთ ის კარგი ფაქტები, რომლებიც ქვეყანაში ხდება და ის ქველმოქმედება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სწევს.
ისინი დაბრმავებულები არიან საკუთარი პოლიტიკური ინტერესებით”, – აღნიშნა წილოსანმა.