“ოპოზიცია რომ საუბრობს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს, რაიმე გაუკეთებიათ ამ ქვეყნის  ისტორიული ძეგლებისთვის” – ვოლსკი

“ჯერ ერთი, ოპოზიცია რომ საუბრობს, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს რაიმე გაუკეთებიათ ამ ქვეყნის ან ისტორიული ძეგლებისთვის, ან თეატრისთვის, ან ოპერისთვის”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ისაუბრა.

დეპუტატი ბიძინა ივანიშვილის მიერ „კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნის შეძენას გამოეხმაურა, რომელიც ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.

“ქვეყანა მიიყვანეს უფსკრულის პირას. ეს დამოკიდებულება არასწორია, მომავალ თაობებს არასწორ განცდებს უჩენს და სამწუხაროა, რომ ამ აღქმებზე მუშაობს მთელი პროპაგანდისტული აპარატი”, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები