სანდრო გირგვლიანის სასამართლო პროცესი 29 სექტემბრისთვის გადაიდო
სანდრო გირგვლიანის სასამართლო პროცესი 29 სექტემბრისთვის გადაიდო, რისი მიზეზიც დაცვის მხარის ადვოკატის, გოგიტა გაბაიძის პროცესზე არ გამოცხადება გახდა. პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, სხდომის გადადებიდან გამომდინარე, დასკვნით სიტყვას ბრალდების მხარე 29 სექტემბერს წარადგენს, რის შემდეგაც დაცვის მხარე იტყვის საბოლოო სიტყვას. პროცესის გადადების შემდეგ კომენტარი გააკეთა საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი ალანიას ადვოკატმა, გიორგი ტურაზაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ იგი აპირებს, მომდევნო სხდომაზე დააყენოს შუამდგომლობა მისი დაცვის ქვეშ მყოფის, გერონტი ალანიას სკაიპით დაკითხვის შესახებ. გერონტი ალანია ამ დრომდე ძებნაში იმყოფება.