“არც ასანქცირებდნენ და არც აუგს ამბობდნენ იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომლის დროსაც ნულოვანი დემოკრატია იყო საქართველოში” – ლევან მაჭავარიანი

“შეგახსენებთ, რომ არც ასანქცირებდნენ და არც არანაირ აუგს ამბობდნენ იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომლის დროსაც ნულოვანი დემოკრატია იყო საქართველოში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“ხდებოდა სისტემური წამება და გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი რეგულარულად, მედიის დარბევა ვნახეთ პირდაპირ ეთერში – ფაქტობრივად, არ არსებობდა ოპოზიციური ტელევიზია, სასტიკი აქციებზე… დღეს ჩვენი მმართველობის სისტემა თავიდან ბოლომდე ეფუძნება ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების იდეას. დღეს არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ბიზნესისა და მედიის თავისუფლება”, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები