“ვითომ აღშფოთებული მოქალაქეები, რომელთაც დაავალეს, რომ უნდა მიცვივდნენ კონკრეტულ ადამიანთან, მერე კამერა ჩართონ – ყველაფერი ძალიან კარგად ორგანიზებულია” – ელისო ბოლქვაძე
“ვითომ აღშფოთებული მოქალაქეები, რომლებიც არიან ის ადამიანები, რომელთაც დაავალეს, რომ უნდა მიცვივდნენ კონკრეტულ ადამიანთან, მერე კამერა ჩართონ, ეს ყველაფერი გააპიაროს – ეს ყველაფერი ძალიან კარგად ორგანიზებულია”, – ამის შესახებ ისაუბრა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ და დეპუტატების მიერ განხორციელებულ ზეწოლას გამოეხმაურა.
“თავს დამესხნენ და მეუბნებოდნენ, რომ მე არ მაქვს უფლება, როგორც “ქვეყნის გამყიდველი”, ჩამოვიდე საქართველოში”, – აღნიშნა ბოლქვაძემ.