გაეროში ისრაელის წარმომადგენელი რეუტ შაპირ ბენ-ნაფტალი აცხადებს, რომ ისრაელი გააგრძელებს სამხედრო ოპერაციას ღაზაში და არ ჩაერთვება ჰამასთან “უაზრო” მოლაპარაკებებში, – ეს განცხადება ისრაელის წარმომადგენელმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ აბსოლუტური უმრავლესობით დაამტკიცა აშშ-ს მიერ შემუშავებული ცეცხლის შეწყვეტის გეგმა.
როგორც რეუტ შაპირ ბენ-ნაფტალმა აღნიშნა, მის ქვეყანას სურს “დარწმუნდეს, რომ მომავალში ღაზა ისრაელისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“.
მისივე მტკიცებით, ომი არ დასრულდება მანამ, სანამ ყველა მძევალი არ დაბრუნდება და „ჰამასის“ შესაძლებლობები არ მოიშლება.
რეუტ შაპირ ბენ-ნაფტალიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ აშშ-ის მიერ შემუშავებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც „ჰამასს” მოუწოდებს, დაეთანხმოს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილ სამ ეტაპიან წინადადებას მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
აღნიშნულ რეზოლუციას 15 საბჭოს წევრიდან – 14-მა მხარი დაუჭირა, ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, რუსეთი იყო, ხოლო ვინაიდან ისრაელი არ არის გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი – მას ხმა არ მიუღია.