ანატოლი ბიბილოვის პარტია ე.წ. პარლამენტში მუშაობაზე უარს აცხადებს

ოკუპირებული ცხინვალის ყოფილი ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ოპოზიციური პარტია, „ერთიანი ოსეთი“ ე.წ. პარლამენტში მუშაობაზე უარს აცხადებს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ერთიანი ოსეთი“ ე.წ. პარლამენტში იქამდე არ იმუშავებს, „სანამ სამართლიანობა არ აღდგება და კენჭისყრის სამართლიანი შედეგები არ დადგება“.

მათივე ცნობით, პარტიამ უკვე წარადგინა განცხადება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც „არჩევნების“ დროს მასობრივ დარღვევებთან დაკავშირებით არსებულ უთანხმოებაზე არის საუბარი.

პარტია პასპორტების დარიგებასა და ამომრჩეველთა მასობრივ მოსყიდვაზე მიუთითებს.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერ არ გამოუქვეყნებია ყველა ე.წ. საარჩევნო უბნის შედეგები და „პრეზიდენტ“ ალან გაგლოევის პარტია „ნიხასმა“ განაცხადა, რომ ახალ „პარლამენტში“ მანდატების უმრავლესობას იღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები