გაეროს უშიშროების საბჭომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ აშშ-ის წინადადებას მხარი დაუჭირა

გაეროს უშიშროების საბჭომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ აშშ-ის წინადადებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აღნიშნულ რეზოლუციას მხარი საბჭოს 14-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა, ხოლო რუსეთმა კენჭისყრისგან თავი შეიკავა.

რეზოლუციის პროექტი „ჰამასს“ მოუწოდებს, რომ მიიღოს ინიციატივა, რომელიც „ისრაელმა უკვე მიიღო“.

გარდა ამისა, დოკუმენტი ორივე მხარეს მოუწოდებს, შეფერხებისა და წინაპირობების გარეშე სრულად განახორციელონ ამ ინიციატივის პირობები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები